საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ მისი გუნდი პსჟ-ის მსგავსი გუნდივით ვერ ითამაშებს. მისი თქმით, განსხვავება იმაშია, რომ პსჟ-ში ბევრი უცხოელი მოთამაშეა, როგორიცაა ხვიჩა კვარაცხელია, ვიტინია და ჰაკიმი, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არ არიან.
დეშამის აზრით, ეროვნული ნაკრები და კლუბი განსხვავებულ კონცეფციებს ემყარება, რის გამოც საფრანგეთის ნაკრები ვერ გაიმეორებს პსჟ-ის წარმატებას ერთი-ერთში.
"საფრანგეთის ნაკრები პსჟ-ის მსგავსად ვერ ითამაშებს, რადგან კვარაცხელია, ვიტინია და ჰაკიმი ფრანგები არ არიან", - განაცხადა დეშამმა.