საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა სანაკრებო მატჩებისთვის მბაპეს გუნდში არ უხმო, ამის მიზეზად კი მბაპეს რთული პერიოდი დაასახელა.
"მბაპე ახლა რთულ პერიოდს გადის, მაგრამ ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ძველებურ ფორმას დაუბრუნდეს.
დაამტკიცა, რომ სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია - როცა ცენტრფორვარდად ვათამაშე, გიჟს მეძახოდით, მაგრამ კლუბებში მისი ბოლო ორი მწვრთნელიც ამ პოზიციაზე ათამაშებს.
მთავარი ისაა, რომ მას მოედანზე თავისუფლება ყოველთვის უნდა მისცე", - განაცხადა დეშამმა.
ცნობისთვის, მბაპემ მიმდინარე სეზონში საკლუბო მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში თავი 8 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.