როგორც მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი ლიგა 2-ში დაქვეითდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ახალი სეზონი კვლავ იგივე კლუბში დაიწყოს.
ბოლო ინფორმაციით, ზურიკოს დასამატებლად მზადყოფნა სტრასბურგმა გამოთქვა, რომელიც იქითა სეზონიდან კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.
გარდა ამისა, ახლახანს დაიწერა, რომ დავითაშვილის დამატებას რენიც ეცდება, რომელსაც ქართველი ვინგერის შესაძენად 10 მილიონი ევროს გამოყოფა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილისთვის გასული სეზონის ლიგა 1 შესანიშნავი გამოდგა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯამში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.