ახლახანს Foot Mercato-მ დაწერა, რომ პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფი ახალი სეზონიდან გუნდის კაპიტნის, მარკინიოსის გაშვებას აპირებს.
როგორც ირკვევა, პარიზული კლუბის პრეზიდენტს სურს, რომ გუნდი მაქსიმალურად გაახალგაზრდავოს და თანაც, ძველი ფორმაციის შეცვლა ხელაიფის მაქსიმალურად სწრაფად სურს.
პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობის საშუალო ასაკი ახლა 21 წელია, მარკინიოსი კი უკვე 31 წლის გახლავთ.
ზემოაღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ხელაიფის სურს, რომ პაჩოს დაცვაში კიდევ ერთი ეკვადორელი მცველი, კერძოდ ხოელ ორდონესი შეუწყვილოს, რომელთან ერთადაც პაჩო ეროვნულ ნაკრებში ისედაც თამაშობს, შესაბამისად, ადაპტაციის პერიოდი შედარებით უმტკინვეულო იქნება.