გაცილებით მეტი შეგვეძლო - რამდენი ქულა დაემატა ნაკრებს კაბო ვერდესთან მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

გაცილებით მეტი შეგვეძლო - რამდენი ქულა დაემატა ნაკრებს კაბო ვერდესთან მატჩის შემდეგ

გაცილებით მეტი შეგვეძლო - რამდენი ქულა დაემატა ნაკრებს კაბო ვერდესთან მატჩის შემდეგ
9-06-2025, 19:37
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის ამხანაგური მატჩები ქუთაისში კაბო ვერდესთან ნათამაშები ფრით დაასრულა.

დავიწყოთ იმით, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილი საქართველოს ნაკრები საზაფხულოდ უკეთესს მეტოქეებს რომ ვერ ნახულობს, ეს ერთი პრობლემაა, ფარერებთან და კაბო ვერდესთან ნაჩვენები სათამაშო ხარისხი კი მეორე პრობლემას წარმოადგენს.

სატესტო ამხანაგური მატჩები ნაკრებს სექტემბრის თვისთვის სჭირდებოდა, სადაც 2026 წლის მუნდიალის შესარჩევში თამაშს უპრინციპულეს მეტოქე თურქეთთან ვიწყებთ, რომელმაც ამხანაგურები აშშ-სთან და მექსიკასთან დაგეგმა, რაც გაცილებით კარგ მუშაობად უნდა შევაფასოთ.

თავის მხრივ, ნაკრებს არანაირი წინსვლა არ ჰქონია არც ფიფას მსოფლიო რეიტინგში. აღნიშნული ორი მატჩის ჯამში გუნდს მთლიანობაში 2.21 ქულა დაემატა (კაბო ვერდესთან ფრისთვის ქულები დაგვაკლდა კიდეც) და კვლავ 68-ე პოზიციას ვიკავებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი