ცვლილებები შემადგენლობაში - რას უნდა ველოდოთ კაბო-ვერდესთან მატჩში » სპორტის ხაზი

ცვლილებები შემადგენლობაში - რას უნდა ველოდოთ კაბო-ვერდესთან მატჩში

ცვლილებები შემადგენლობაში - რას უნდა ველოდოთ კაბო-ვერდესთან მატჩში
გუშინ, 23:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის შეკრებას კაბო-ვერდესთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 8 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

7 ივნისს, თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე შედგა ტრადიციული პრესკონფერენცია, სადაც ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „კაბო-ვერდეს სახით განსხვავებული და ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს. თამაში გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ხუთშაბათს იყო. ფეხბურთელებმა იციან, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ. საქართველოში ვთამაშობთ და მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგურია, მოედანზე მოსაგებად გავალთ.

შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. შესაძლოა გეგმა განსხვავებული იყოს იმისგან, რაც შეკრების დაწყებამდე მქონდა. რამდენიმე ფეხბურთელმა ფარერის კუნძულებთან შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა და მინდა დავრწმუნდე, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ასევე, სხვა ფეხბურთელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიჩინონ თავი. ყოველთვის, როდესაც ამხანაგური თამაშები გვაქვს, მსურს, რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მივცე მოთამაშეებს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმაღლეს სანაკრებო დონეზე ყველა თამაშის შედეგი მნიშვნელოვანია.

ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტ ქალაქში უნდა ვითამაშოთ. პირადად მე ეს ძალიან მომწონს. თბილისის გარდა ვიყავით გორში, ბათუმში და ახლა უკვე ქუთაისში ვართ. ვფიქრობ, ეს დადებითი მომენტია ქართული ფეხბურთისთვის
“.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი