კი არ მიულოცა, არამედ დასცინა - რუსი პიოტრ იანის გამოხმაურება დვალიშვილის გამარჯვებაზე » სპორტის ხაზი

კი არ მიულოცა, არამედ დასცინა - რუსი პიოტრ იანის გამოხმაურება დვალიშვილის გამარჯვებაზე

კი არ მიულოცა, არამედ დასცინა - რუსი პიოტრ იანის გამოხმაურება დვალიშვილის გამარჯვებაზე
დღეს, 11:43
Aa Aa
გაზიარება:

მერაბ დვალიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ ამერიკელი შონ ომალი კიდევ ერთხელ დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი უკვე მეორედ დაიცვა.

ბრძოლამ მოქმედი მებრძოლებისგან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მიიღო. თავისი შეფასება გაგვაცნო მერაბის კიდევ ერთმა მსხვერპლმა, რუსმა პიოტრ იანმა, რომელმაც ქართველს კი არ მიულოცა, არამედ ომალის დასცინა:

სწორედ ასე ხდება მაშინ, როდესაც იმას იღებ, რაც შენი არ არის და არ გეკუთვნის. რიგი დაიკავე, ძმაო.

- წერს ირონიით იანი.

პიოტრ იანს მიაჩნია, რომ დვალიშვილმა მეორე შანსი სწორედ მას უნდა მისცეს მას შემდეგ, რაც ქართველმა ჩემპიონმა რუსი მეტოქე ოქტაგონზე ერთხელ უკვე შეარცხვინა..

კი არ მიულოცა, არამედ დასცინა - რუსი პიოტრ იანის გამოხმაურება დვალიშვილის გამარჯვებაზე

იანი დვალიშვილთან განადგურების შემდეგ, 2023 წელი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი