რატომ ჩააბარა დვალიშვილმა საჭიროზე ნაკლები წონა » სპორტის ხაზი

რატომ ჩააბარა დვალიშვილმა საჭიროზე ნაკლები წონა

რატომ ჩააბარა დვალიშვილმა საჭიროზე ნაკლები წონა
დღეს, 00:41
Aa Aa
გაზიარება:

მერაბ დვალიშვილმა შონ ომალთან ბრძოლისთვის წონის ჩაბარებისას განსაზღვრულ ნორმაზე ნაკლები წონა აჩვენა, რამაც გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებში კითხვები გამოიწვია. ამაზე დეტალური განმარტება დვალიშვილის გუნდის წევრმა, ვატო ღვინჯილიამ გააკეთა.

ღვინჯილიას თქმით, მიზეზი ტექნიკურ სიზუსტეშია – კერძოდ, სასწორების უთანხმოებაში. როგორც ის განმარტავს, მერაბის ნომერში არსებული სასწორი, რომელსაც წონის დაკლების პროცესში აქტიურად იყენებდნენ, განსხვავებულ შედეგს აჩვენებდა UFC-ის ოფიციალურ სასწორთან შედარებით.

ჩვენ ცალკე სასწორი გვაქვს – პირადად მე, იმ სასწორმა, რასაც ნომერში მერაბი იყენებს, სხვა წონა მაჩვენა, ვიდრე UFC-ის სასწორმა – 300 გრამით მეტი,“ – განაცხადა ღვინჯილიამ.

მიუხედავად ტექნიკური გაუგებრობისა, დვალიშვილის გუნდისთვის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არ აღმოჩნდა – მერაბმა წონა წარმატებით გაიარა და ბრძოლისთვის სრული მზადყოფნა გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი