ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება - ოსიმენი სასწრაფოდ პარიზში გაომიძახეს » სპორტის ხაზი

ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება - ოსიმენი სასწრაფოდ პარიზში გაომიძახეს

ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება - ოსიმენი სასწრაფოდ პარიზში გაომიძახეს
გუშინ, 19:17
Aa Aa
გაზიარება:

როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება, ნაპოლის შემტევი ვიქტორ ოსიმენი კარიერის ახალ ეტაპზე გადადის და საუდის არაბეთის გრანდ კლუბ „ალ ჰილალში“ ითამაშებს. 26 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე სეზონში იჯარით „გალათასარაის“ რიგებში ასპარეზობდა, ახლა სრულფასოვანი ტრანსფერის ზღვარზეა.

მოლაპარაკებები უკვე გადამწყვეტ ფაზაშია. გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბული კლუბი მზად არის ოსიმენის ტრანსფერში ნაპოლის 70-75 მილიონი ევრო გადაუხადოს. სატრანსფერო დეტალებზე შეთანხმება თითქმის დასრულებულია და ერთადერთი, რაზეც მხარეებს მეტი დრო დასჭირდათ, იყო ფეხბურთელის პირადი კონტრაქტი.

ოსიმენს თავდაპირველად სეზონში 23 მილიონი ევროს ანაზღაურებას სთავაზობდნენ, თუმცა თავად ფეხბურთელი 40 მილიონს მოითხოვდა. საბოლოოდ, მხარეები სეზონურ 35 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

სპორტული ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის (TalkSport) ცნობით, ოსიმენი „ალ ჰილალთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის უკვე გამოიძახეს პარიზში სამედიცინო შემოწმების გასავლელად, რაც ტრანსფერის საბოლოო ეტაპის აუცილებელი ეტაპია. თუ პროცესი წარმატებით დასრულდა, ოსიმენი ოფიციალურად ითამაშებს იმ გუნდში, რომელსაც სათავეში ახლადდანიშნული სიმონე ინძაგი უდგას – მწვრთნელი, რომელიც ცოტა ხნის წინ „ინტერს“ დაემშვიდობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი