UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთხელ დაიცვა ტიტული, მან შონ ომალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
გამარჯვების შემდეგ არაერთი ახალი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის UFC-ის პრეზიდენტისგანაც, რომელმაც ქართველს ახალი მეტოქე უკვე შესთავაზა.
მერაბ დვალიშვილი თავისი წონითი კატეგორიის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. ახალი შეხვედრა? საინტერესო იქნებოდა უმარ ნურმაგომედოვთან ხელახალი დაპირისპირება.
- თქვა უაითმა.
დენა უაითის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ცხადყოფს, რომ მას დვალიშვილის ქამრით დიდხანს გაჩერება არ სურს. საქმე ისაა, რომ უმარი საჩემპიონო ქამარზე ერთხელ უკვე წარსდგა და ისიც დაუმსახურებლად, სადაც რუსი მეტოქე დვალიშვილმა სახელოვნად დაამარცხა, ახლა კი UFC-ის პრეზიდენტი "თავისი მებრძოლის" საქმის გაკეთებას კიდევ ერთხელ აპირებს!