საქართველოს ეროვნულ ნაკრებს განრიგში სექტემბრის თვემდე ოფიციალური შეხვედრა ჩანიშნული არ აქვს, მოსამზადებელ მატჩებს კი ვილი სანიოლის გუნდი ორ არც თუ ისე ძლიერ მეტოქესთან გამართავს.
როგორც უკვე გაირკვა, საზაფხულოდ ნაკრების მეტოქეები ფარერის კუნძულები და კაბო ვერდე იქნებიან, რომლებსაც დონით საქართველომ უკვე დიდი ხანია გაუსწრო და გულშემატკივარიც ლოგიკურად აღშფოთდა თუ რატომ არ მოიძებნა უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე, რომელთანაც რეალური ტესტის ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი.
მაგალითად, ჩვენი მომავალი მეტოქე თურქეთი კონტინენტს მიღმა წავიდა და ამხანაგური შეხვედრები ჩრდილოეთ ამერიკის ორ წარმომადგენელთან, მექსიკასთან და აშშ-სთან ჩანიშნა, რაც გაცილებით კარგ ნამუშევრად შეგვიძლია შევაფასოთ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევში სექტემბრის თვის ორივე თამაშს სახლში ვატარებთ. თურქეთს დინამო არენაზე 4 რიცხვში მივიღებთ, აქედან სამ დღეში კი ბულგარეთს ვუმასპინძლებთ.