ვინ იფიქრებდა, რომ იურგენ კლოპის ლივერპულიდან წასვლის შემდეგ გუნდი თამასას შეინარჩუნებდა და კვლავ ისეთივე ძლიერი იქნებოდა, როგორც გერმანელი სპეციალისტის ხელში.
არნე სლოტმა და მისმა ეპოქამ ყველა გაოცებული დატოვა. ნიდერლანდელთან ერთად ლივერპული პრემიერ ლიგაში ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ტიტულიც მოპოვებული იქნა.
სხვათა შორის, არნე სლოტმა სულ მეხუთე შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც მწვრთნელმა პრემიერ ლიგა სადებიუტო სეზონშივე მოიგო.
1) ჟოზე მოურინიო (ჩელსი) — 2004/05
2) კარლო ანჩელოტი (ჩელსი) — 2009/10
3) მანუელ პელეგრინი (მან.სიტი) — 2013/14
4) ანტონიო კონტე (ჩელსი) — 2016/17
5) არნე სლოტი (ლივერპული) — 2024/25