კვარაცხელიამ კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი დაასახელა » სპორტის ხაზი

კვარაცხელიამ კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი დაასახელა

კვარაცხელიამ კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი დაასახელა
დღეს, 11:44
Aa Aa
გაზიარება:

"პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, კლუბის ოფიციალურ საიტთან მიცემულ ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და განსაკუთრებულად გამოყო კარიერაში ყველაზე მნიშვნველოვანი გოლი.

კვარაცხელიას თქმით, მისი მიერ "ასტონ ვილასთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში გატანილი გოლი განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება.

"როცა ნახევარფინალში გასასვლელად თამაშობ და ამ ეტაპზე ასეთი მნიშვნელოვანი გოლი გაგაქვს შენი გუნდისა და გულშემატკივრებისთვის, ეს დაუვიწყარია. ალბათ, ეს ყველაზე ემოციური და სასიხარულო გოლი იყო ჩემს კარიერაში," — აღნიშნა ხვიჩამ.

მან ასევე დაამატა: "იმ გოლმა უდიდესი სიამოვნება მომიტანა. ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ უფრო ლამაზ და მნიშვნელოვან გოლებს გავიტან."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი