"ყველაზე მეტად მისმა ამ თვისებამ გამაოცა" - კვარაცხელიამ ლუის ენრიკეზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ყველაზე მეტად მისმა ამ თვისებამ გამაოცა" - კვარაცხელიამ ლუის ენრიკეზე ისაუბრა

"ყველაზე მეტად მისმა ამ თვისებამ გამაოცა" - კვარაცხელიამ ლუის ენრიკეზე ისაუბრა
დღეს, 10:34
Aa Aa
გაზიარება:

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს შესახებ.

"მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. ყველაზე მეტად ლუის ენრიკეს ხასიათმა და მოთამაშეებთან დამოკიდებულებამ გამაოცა," – აღნიშნა კვარაცხელიამ.

მისი თქმით, ლუის ენრიკეს მიმართვა და დამოკიდებულება ფეხბურთელებისადმი ისეთ ატმოსფეროს ქმნის, რომ ყველას სურვილი უჩნდება მოედანზე და მის მიღმაც ბოლომდე დაიხარჯოს კლუბისა და გულშემატკივრებისთვის. "ყველამ ვიცით, როგორი დონის სპეციალისტია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მისი ადამიანური თვისებები აღმოჩნდა — მოთამაშეებთან გულწრფელი კომუნიკაცია და საფეხბურთო ისტორიების მოყოლა," — დასძინა ხვიჩამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი