მადრიდის "რეალის" ინგლისელი ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი, სავარაუდოდ, მომავალი სეზონის დასაწყისში გუნდის შემადგენლობაში არ გამოჩნდება. როგორც გამოცემა The Athletic იტყობინება, 21 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო – დაშავებული მხრის ოპერაცია კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩაიტაროს, რომელიც 14 ივნისიდან 13 ივლისამდე გაგრძელდება.
ბელინგემს აღნიშნული ტრავმა გარკვეული ხნის წინ აწუხებდა, თუმცა მან მთელი სეზონი მაქსიმალური დატვირთვით მაინც ჩაატარა და ოპერაციის გადადება მსოფლიოს საკლუბო პირველობის გამო გადაწყვიტა, სადაც „რეალს“ გამარჯვებისთვის ბრძოლა ექნება.
ექიმების პროგნოზით, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი დაახლოებით სამ თვეს გასტანს, რაც ნიშნავს, რომ ბელინგემი ვერ დაესწრება ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონის სტარტს.