ქართველი შემტევი ოპერაციას იკეთებს | დეტალები » სპორტის ხაზი

ქართველი შემტევი ოპერაციას იკეთებს | დეტალები

ქართველი შემტევი ოპერაციას იკეთებს | დეტალები
9-11-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს პირველ არხთან საუბროს დროს, ჩვენი ნაკრებისა და უნგრული "ფეჰერვარის" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ თქვა, რომ მას მხრის ოპერაციას ხვალ, 10 ნოემბერს გაუკეთებენ. რაც შეეხება მოედანზე დაბრუნებას, სავარაუდოდ, ქართველი ფორვარდი თამაშს დეკემბრის თვეში განაახლებს.

როგორც თავად ბუდუმ თქვა, მას ოპერაცია უნგრეთში ჩაუტარდება და დიდი ალბათობით, ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პროცესი დიდ დროს არ წაიღებს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მოედანს მაშინ დაუბრუნდება, როდესაც "ფეჰერვარი" მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებს. ამიტომ, წესით, ბუდუ ზივზივაძე თავის კლუბს უპრობლემოდ უნდა შეუერთდეს. პარალელურად, ოფიციალურად ვიცით ისიც, რომ ბუდუ ზივზივაძე მაროკოს ნაკრებთან ჩანიშნულ შეხვედრას დანამდვილებით გამოტოვებს, რომელიც 17 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მხრის ტრავმა გასულ კვირას "ფეჰერვარის" მეორე გუნდის მატჩში მიიღო, რის გამოც ბუდუს პირდაპირ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი