მადრიდის რეალში ახალი ეპოქა იწყება. კარლო ანჩელოტის გუნდიდან გაშვების შემდეგ, ფლორენტინო პერესმა ნდობა ჩაბი ალონსოს გამოუცხადა, რომელსაც, შესაძლოა ახალი სეზონის სტარტზე გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ჯუდ ბელინგემი არ ჰყავდეს.
საქმე ეხება მხრის დაზიანებას, რომელიც ინგლისელ ნახევარმცველს უკვე რამდენიმე თვეა აწუხებს.
ახლახანს The Athletic-მა დაწერა, რომ მხარზე ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ბელინგემი 2025/2026 წლების სეზონის სტარტზე პირველ 3 თვეს გამოტოვებს, რა დროშიც რეალს საკმაო ოდენობის შეხვედრის გამართვა მოუწევს.
აქვე გეტყვით, რომ ჯუდის გარემოცვასა და კლუბს ოპერაცია ივლისის თვეში აქვთ ჩანიშნული და ჯერჯერობით მისი გადატანა ან ტრავმის რაიმე სხვა გზით მოშუშება არ იგეგმება.