რამდენიმე საათის წინ ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რეალში ანჩელოტის ჩამნაცვლებლად ჩაბი ალონსოს მიიჩნევენ.
მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კვლავ ფიქრობს, რომ მომავალში კარლო ანჩელოტი ჩაბი ალონსოთი ჩაანაცვლოს. ის ტოპ არჩევანია იმ შემთხვევისთვის, როდესაც კარლო გუნდიდან წავა.
- წერს ჟურნალისტი.
ჩაბის რეალთან ერთად მის კიდევ ერთ ყოფილ კლუბ ლივერპულსაც უკავშირებენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ არნე სლოტის ახალი ეპოქა იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე ამას მოველით.