მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზეც თანახმა იყო, მაგრამ ალონსოს გეგმებში არ შედის » სპორტის ხაზი

მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზეც თანახმა იყო, მაგრამ ალონსოს გეგმებში არ შედის

მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზეც თანახმა იყო, მაგრამ ალონსოს გეგმებში არ შედის
21-05-2025, 00:24
Aa Aa
გაზიარება:

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩის 12-წლიანი ეპოქა მადრიდის "რეალში" შესაძლოა მიმდინარე ზაფხულით დასრულდეს. ხორვატ ვეტერანს კონტრაქტის გაგრძელების შანსი ამ ეტაპზე არ ეძლევა და, დიდი ალბათობით, იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით ახალ კლუბს მოძებნის.

როგორც წყარო იტყობინება, მოდრიჩი მზად იყო ხელფასის შემცირებაზეც, რათა "რეალში" დარჩენის შანსი ჰქონოდა, თუმცა კლუბის მომავალ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს, საკუთარი გეგმა აქვს — ის გუნდის გაახალგაზრდავებაზეა ორიენტირებული და 39 წლის ნახევარმცველი მის ხედვებში არ ჯდება.

გარდა უამრავი ტიტულებისა, რომელიც მოდრიჩმა სამეფო კლუბში მოიგო, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და მაღალგანვითარებულ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა, რომელმაც კლუბის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა დააგვირგვინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი