გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ინგლისის ჩემპიონშიფში მოუგებელი სერია შეწყვიტა და „მიდლსბროსთან“ გასვლით მატჩში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
ქართველი შემტევი სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ და მწვრთნელმა მატჩის მიწურულს, 90+2 წუთზე გაიყვანა მოედნიდან.
"ჩაკვემ" გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და შეფასებით სახით 7,1 ქულა მიიღო.
33 ტურის შემდეგ "უოტფორდი" 45 ქულით, მე-10 ადგილზეა და პრემიერლიგის საპლეი-ოფო ზონამდე სამი ქულა აშორებს.