ინგლისის ჩემპიონშიპის მე-9 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა მიდლსბროს უმასპინძლა და მეტოქე ბოლო წუთებზე 2:1 დაამარცხა.
კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაამთავრა.
საბოლოო შეფასების სახით გიორგი ჩაკვეტაძეს 6.5 სარეიტინგო ქულა დაუწერეს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ სანაკრებო პაუზამდე გიორგისთვის ეს ბოლო მატჩი იყო. ახლა ქართველი ნაკრებთან ერთად დაგეგმილი ორი მატჩის გასამართად მოემზადება.