კატარში, ალ-რაიანში, დღეს ლეგენდების ელ კლასიკო შედგა, სადაც კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდებმა "რეალის" ლეგენდებს სძლიეს.
მე-8 წუთზე, ხუან პაბლო სორინმა "ბლაუგრანა" წინ გაიყვანა, მე-16 წუთზე კი რონალდინიომ ულამაზესი საჯარიმო დარტყმის წყალობით სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში მადრიდელებმა ლუიშ ფიგუსა (58') და ედვინ კონგოს (63') გოლებით წონასწორობა აღადგინეს.
ძირითადი დრო 2-2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ბარსელონას ვეტერანებმა 4-2 იმარჯვეს.