რუდ ვან ნისტელროი, რომელიც ტენ ჰაგის წასვლის შემდეგ მანჩესტერს დროებით ედგა სათავეში, ახლა ლესტერ სიტი ჩაიბარა.
მხარეებმა უკვე თავიდან ბოლომდე მოილაპარაკეს თანამშრომლობაზე და მხოლოდ დოკუმენტებზე ხელის მოწერაა დარჩენილი.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლესტერ სიტიმ 24 ნოემბერს გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სტივ კუპერის გაშვების შესახებ.
სხვათა შორის, იუნაიტედი სათამაშოდ ნისტელროიმ სულ ორჯერ გაიყვანა, ორივეჯერ ლესტერის წინააღმდეგ და ორივე მოგებით დაასრულა.