"საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგეს, სანაცვლოდ კი.." - ადანიმ ნაპოლის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

"საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგეს, სანაცვლოდ კი.." - ადანიმ ნაპოლის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა

"საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგეს, სანაცვლოდ კი.." - ადანიმ ნაპოლის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა
დღეს, 10:52
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთმა გავლენიანმა ფიგურამ, დანიელე ადანიმ, იტალიის ტელევიზიასთან, Rai-სთან მიცემულ ინტერვიუში „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას თემა კიდევ ერთხელ წამოწია წინა ფლანგზე.

ყოფილი მცველის თქმით, კლუბმა სერიოზულად დააზიანა თავისი პოტენციალი, როდესაც ქართველი ვარსკვლავი ნოა ოკაფორით ჩაანაცვლა.

ადანიმ კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა: "ანტონიო კონტე დიდ საქმეს აკეთებს, ის ნამდვილად შესანიშნავი სპეციალისტია და კლუბს სერიოზული სიძლიერე შემატა. მაგრამ კონტეს სურვილი იყო, კვარაცხელია სათანადო დონეზე ჩაენაცვლებინათ. სამწუხაროდ, ეს მიზანი არ განხორციელდა - წარმოიდგინეთ ეს გუნდი ხვიჩასთან ერთად – ჩემი აზრით, დე ლაურენტისმა ამჯერად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხად ადანიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი