Goal.com-მა მიმდინარე სეზონისთვის ოქროს ბურთის კანდიდატთა რეიტინგი განაახლა.
პირველ პოზიციას "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი რაფინია იკავებს. მეორე ადგილზე კი უსმან დემბელეა.
ოცეულში დემბელეს გარდა, პარიზელთა კიდევ ორი წარმომადგენელია, მე-14 და მე-15 ადგილებს ვიტინია და დეზირე დუე იყოფენ.
"რეიტინგში მე-15 ადგილი დეზირე დუეს მივაკუთვნეთ. სიმართლე ისაა, რომ ეს ადგილი ადვილად შეიძლებოდა დაეკავებინათ ხვიჩა კვარაცხელიას ან ბრედლი ბარკოლას, ორივე მათგანმა ბრწყინვალედ იასპარეზა "პსჟ-ში", როდესაც გუნდი სამივე ტიტულის დაუფლებას ცდილობს, ლიგა 1-ის ჩემპიონობის უკვე მოპოვების შემდეგ. თუმცა, დუეს გოლებში მონაწილეობის მაჩვენებლები უკეთესია, ვიდრე კვარაცხელიას, და ის ახლა ჩემპიონთა ლიგაში საკულტო მომენტებს ქმნის, მაშინ როდესაც ბარკოლა სათადარიგოთა სკამიდან აკვირდება
შესაბამისად, "რენის" ყოფილ ყმაწვილს აქ უპირატესობას ვანიჭებთ. თუ ის შეძლებს თავისი ამჟამინდელი ფორმის შენარჩუნებას სეზონის დასრულებამდე, მაშინ "ოქროს ბურთის" პირველი ნომინაცია, უდავოდ, მისთვის მიღწევადი იქნება." - ასე ასაბუთებს ცნობილი გამოცემა საკუთარ არჩევანს.