მანჩესტერ იუნაიტედმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუდ ვან ნისტელროი კლუბს ტოვებს.
"წითელი ეშმაკების" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა ნიდერლანდელის გუნდში დარჩენაზე უარი თქვა.
მიზეზად სპეციალისტის საკუთარ გუნდთან ერთად მუშაობის სურვილი სახელდება.
ნისტელროი ტენ ჰაგის თავკაცობის დროს, მისი ასისტენტი იყო. ნიდერლანდელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ კი დროებითი თავკაცი გახდა.