პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ წარსულში ჩავარდნილი ტრანსფერი გაიხსენა.
წლების წინ, 2012 წელს ჩემსა და სერ ალექს ფერგიუსონს შორის სატელეფონო ზარი შედგა, მე კი მანჩესტერში გადასვლა მქონდა გადაწყვეტილი.
მაშინ ყველაფერი ჩემმა ყოფილმა კლუბმა, დორტმუნდის ბორუსიამ დაბლოკა, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი მნიშვნელობიდან გამომდინარე ტრანსფერზე ვერ დამაყენებდნენ.
- თქვა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის შემდეგ რობერტი მიუნხენის ბაიერნში გადავიდა, ახლა კი ის ბარსელონაში კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს.