ლა ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში ბარსელონა სტუმრად სელტა ვიგოს დაუპირისპირდება.
მატჩამდე სამი დღით ადრე ცნობილი ხდება, რომ შეხვედრას კოჭის ტრავმის გამო ლამინ იამალი გამოტოვებს - ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიშებიც განაახლა, თუმცა ჰანს ფლიკი გარისკვას არ აპირებს.
სავარაუდოდ, 17 წლის შემტევი კლუბს 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტის წინააღმდეგ მატჩში დაუბრუნდება.