"არ მომწონს, როცა ასაკს მახსენებენ" - მოდრიჩის კომენტარი ისტორიულ რეკორდზე » სპორტის ხაზი

"არ მომწონს, როცა ასაკს მახსენებენ" - მოდრიჩის კომენტარი ისტორიულ რეკორდზე

"არ მომწონს, როცა ასაკს მახსენებენ" - მოდრიჩის კომენტარი ისტორიულ რეკორდზე
20-10-2024, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში რეალ მადრიდი სელტა ვიგოს სტუმრად დაუპირისპირდა და მეტოქე 1:2 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობით, ლუკა მოდრიჩი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც მადრიდის რეალისთვის უთამაშია - მისი ასაკი 39 წელი და 40 დღეა.

"არ მომწონს, როცა ჩემს ასაკს მახსენებენ, მაგრამ მართლაც რომ შთამბეჭდავი მიღწევაა და ვამაყობ იმ ფაქტით, რომ გუნდში ყველაზე ასაკოვანი წევრი ვარ", - განაცხადა მოდრიჩმა მატჩის შემდეგ.

ცნობისთვის, მოდრიჩსა და რეალ მადრიდს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი