ესპანურ SPORT-ზე დაყრდნობით, "ბარსელონას" გერმანელი კარის დარაჯი მარკ- ანდრე ტერ შტეგენის ტრავმისგან გამოჯანმრთელების პროცესი უკეთესად მიმდინარეობს და შესაძლოა იგი მოედანზე 2025 წლის აპრილში დაბრუნდეს.
თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ 32 წლის მეკარისთვის ჯვარედინი იოგების ტრავმისდა გამო, რომელიც მან "ვილიარეალთან" მატჩში მიიღო, სეზონი დასრულებული იყო, მაგრამ ესპანურ პრესაში ახლა განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.
გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტერ შტეგენის გუნდმა მკურნალობის შედარებით უცნობ გზას მიმართა, რომელსაც მისი რეაბილიტაციის პერიოდის შემცირება ძალუძს.
ტერ შტეგენის არყოფნაში, "ბარსას" კარს ინიაკი პენია იცავს. კლუბმა ასევე დაიმატა პოლონელი ვოიცეხ შესნიც.