ბარსელონას სპორტული დირექტორის დეკუ სოუზას თქმით, გუნდის გერმანელი მეკარე მარკ ანდრე ტერ შტეგენი შეუცვლელია.
"ტერ შტეგენი არის და იქნება ბარსელონას პირველი მეკარე, როდესაც ფიზიკურად მზად იქნება. მისი კონტრაქტი კიდევ სამი წელი ძალაშია, ბოლომდე ვენდობით და ამ პერიოდში სხვა მეკარის მოყვანას არ ვაპირებთ", - განაცხადა დეკუმ.
ცნობისთვის, ტერ შტეგენმა ლა ლიგის მე-6 ტურში მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მთელი სეზონი გაუცდება.