ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ბარსელონა სტუმრად ვილიარეალს დაუპირისპირდა და მეტოქე 1:5 გაანადგურა.
პირველი ტაიმის მიწურულს, ფლიკის გუნდის მეკარემ, მარკ ანდრეა ტერ შტეგენმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და წინასწარი მონაცემებით მიმდინარე სეზონის სრულად გაცდენა მოუწევს.
აღნიშნულ ფაქტს რეალ მადრიდის მეკარე ტიბო კურტუაც გამოეხმაურა.
"მარკ ვწუხვარ შენი ტრავმის გამო, ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა თუ როგორ გიწევს მოედნის დატოვება. იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდები და ისევ გნახავთ კარის ხაზთან", - წერს კურტუა.