მოგეხსენებათ, მარკ ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის გამო, ბარსელონა იძულებული გახდა ახალი მეკარე დაემატებინათ და საბოლოო არჩევანი ვოიცეხ შესნიზე შეჯერდა.
შესნი უკვე კატალონიური კლუბის ფეხბურთელია, თუმცა ამ დრომდე უცნობი იყო, როდის მიიღებდა ის ოფიციალურ მატჩში მონაწილეობას - ამ თემაზე ახლახანს კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გააკეთა მცირე კომენტარი.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ შესნი დიდებულ ფორმაშია! ვარჯიშებზე მისით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ის სანაკრებო პაუზის შემდეგ სათამაშოდ მზად იქნება", - განაცხადა ფლიკმა.
ადგილობრივი გამოცემები ვარაუდობენ, რომ შესნის მოედანზე ბარსელონას ქომაგები მე-10 ტურის შეხვედრაში, სევილიასთან მატჩში იხილავენ.