გიორგი არაბიძის "ულსან ჰიუნდაი" სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა K ლიგის მოგება 2 ტურით ადრე იზეიმა.
დღევანდელი მატჩი კონკურენტ "განგვონის" წინააღმდეგ გადამაწყვეტი იყო და სწორედ აღნიშნულ მეტოქესთან 2:1-ს გამარჯვების შემდეგ "ულსან ჰიუნდაიმ" ნაადრევად იზეიმა ჩემპიონობა.
"ულსანი" სამხრეთ კორეის ჩემპიონი მეხუთედ გახდა.
არაბიძემ კი თავის სადებიუტო სეზონში კლუბის მაისური 10 შეხვედრაში მოირგო და 2 გოლის გატანა შეძლო.