კორეის ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრაში, სადაც ამ დროისთვის მიმდინარეობს დაპირისპირება, გიორგი არაბიძის "ულსან ჰიუნდაისა" და"პოჰანგს" შორის, სადაც ქართველი ფეხბურთელის გუნდი შეხვედრის მე-60 წუთისთვის მეტოქეს 3:1 ამარცხებს.
აღნიშნულ შეხვედრაში არაბიძის ანგარიშზე დუბლია, მე-6 და 36-ე წუთებზე გატანილი ორი ლამაზი გოლი.
ქართველმა ფეხბურთელმა მე-6 წუთზე ულამაზესი ჯარიმა, თავის სტილში, მარცხენათი გაიტანა და "ულსანი" წინ გაიყვანა.
იხილეთ ვიდეო: