რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოსა და ესპანეთის 1/8-ფინალური შეხვედრა, რომელიც ჩვენმა მეტოქემ 4:1 მოიგო.
საქართველოს ნაკრებზე კომენტარი ადგილზე მომუშავე ესპანელმა ჟურნალისტმა, გრემ ჰანტერმა გააკეთა:
ჩვენ დიდებული ფეხბურთი ვიხილეთ. დიდება, ბრავო საქართველოს, მათ გასაოცრად ითამაშეს როგორც გონების, ისე ათლეტიზმის თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, როდესაც ესპანეთმა ზეწოლა გააძლიერა, მათ საბოლოოდ გამოსავალს მიაგნეს და ზოგ შემთხვევაში საფეხბურთო მაგიაც გვიჩვენეს.
- წერს ესპანელი ჟურნალისტი.