2024 წელს კარიერა ლეგენდარულმა ესპანელმა სპორტსმენებმა, რაფაელ ნადალმა და ანდრეს ინიესტამ დაასრულეს.
მიუხედავად ამისა, El Espanol-მა დაწერა, რომ ამ წელს ახალი ვარსკვლავიც გამოჩნდა და ის ილია თოფურიაა.
ფენომენმა ილია თოფურიამ ესპანეთს ამ სპორტში ისეთი წარმატება ანახა, რაც ჯერ ამ ქვეყანას აქამდე არ გამოუცდია. ვოლკანოვსკისა და ჰოლოუეის დანოკაუტებით ილიამ MMA-ს პოპულარულობა ესპანეთში ერთიორად გაზარდა. ის ახალი თაობის ნამდვილი კერპი გახდა.
- წერს გამოცემა.