ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება 40 წლის ასაკში მიიღო.
დონ ანდრესი დიდი ევროპული ფეხბურთიდან 2017/2018 წლების სეზონის შემდეგ წავიდა, რის შემდეგაც ჯერ იაპონიაში, მერე კი არაბეთში თამაშობდა.
ინიესტამ თავისი კარიერის ოქროს ეპოქა ბარსელონასთან ერთად შექმნა, სადაც ის 2003-2017 წლებში თამაშობდა და უამრავი ტიტულის მოგებაც შეძლო.
ჩემპიონთა ლიგასთან ერთად ინიესტას მსოფლიოს ჩემპიონატიც აქვს მოგებული. ანდრესს 2010 წელს ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც მიიჩნევდნენ, თუმცა იმ წელს აღნიშნული ჯილდო ლეო მესიმ მოიგო.