მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიონში ძალიან მოუმატა და გუნდს მისი გაშვება არ სურს, გალათასარაი მაინც არ ჩერდება.
თურქებს ძალიან მოსწონთ ქართველი ფორვარდი და მის გადასაყვანად საიჯარო ხელშეკრულებას სთავაზობენ, რომელზეც ლიონს დაფიქრება მოუწევს.
გალას პირდაპირ დამატების ვარიანტიც მოსწონს, ოღონდ პრობლემა ფულია, რადგან ლიონელები 20 მილიონს ითხოვენ, თურქები კი 15 მილიონს ჩამოდიან.
თურქული მედია წერს, რომ წელს გალათასარაის შიდა და ევროპის ლიგის მოგება სურს, ეს ტრანსფერი კი სწორედ ამისთვისაა საჭირო.