ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ესპანეთთან მატჩის შემდეგ:
ბედნიერები ვართ, რადგან ოცნება ავიხდინეთ. ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ კიდეც. არ გაგვიმართა, პირველ ტაიმში ბურთი რომ არ გაგვეშვა ბოლო წუთებისკენ, ალბათ უკეთესი იქნებოდა.
მათი გოლი 50/50-ზე იყო. ჩემი აზრით, არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მამარდაზე მორატა მოქმედებდა და გიორგი ბურთს ვეღარ ხედავდა.
საბოლოოდ ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით, რომ კიდევ უფრო წინ და წინ წავიდეთ. უდიდესი გულშემატკივრებს, არ ველოდით, თუ ამდენი იქნებოდნენ, მადლობა.
- თქვა კვარაცხელიამ.