ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის პლეი ოფის ფინალურ დაპირისპირებაში მალაგამ ორრაუნდიან ბრძოლაში ხიმნასტიკი დაამარცხა და ლა ლიგა 2-ში აღზევდა.
რეგულარული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, ანდალუსიურმა კლუბმა მესამე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მალაგამ ნახევარფინალში ვიგოს სელტას B გუნდს ორი მატჩის ჯამში 4-3 (2-2; 2-1) აჯობა.
ფინალურ დაპირისპირებაში კი ანდალუსიელებმა ხიმნასტიკთან პირველ მატჩში შინ 2-1 მოიგეს. საპასუხო შეხვედრის ძირითადი დრო კი მალაგამ 0-1 დათმო, თუმცა დამატებით ტაიმებში 2-1 იმარჯვა. გამარჯვების გოლი კი 120-ე წუთზე 17 წლის ანტონიო კორდერომ გაიტანა და თავის გუნდს ლი ლიგა 2-ის საგზური მოუპოვა.
შეგახსენებთ, რომ მალაგა ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან 2017-2018 წლების სეზონში დაქვეითდა. ხოლო, 2022-2023 წლების სეზონში ლა ლიგა 2-იდანაც გავარდა, მაგრამ მეორე დივიზიონშ დაწინაურება ერთ წელშივე შეძლო.