საფეხბურთო პორტალმა, კერძოდ Whoscored-მა ევრო 2024-ის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ადგილიც მოიძებნა!
1. ფაბიან რუისი (ესპანეთი) – 8.49
2. კოდი გაკპო (ნიდერლანდები) – 8.10
3. ნიკო ვილიამსი (ესპანეთი) – 7.85
4. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო) – 7.76
5. ჯამალ მუსიალა (გერმანია) – 7.70
გიორგი მამარდაშვილმა ევროპის პირველობის 4 შეხვედრაში ჯამურად 30 მოგერიება დააგროვა, რაც დანარჩენი მეკარეების შედეგებს ერთიორად აღემატებოდა.
ასევე, საქართველოს ნაკრების მეკარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს, რაც გიორგისგან უდიდესი მიღწევაა!