ჩეხეთთან ნაჩვენები გამაოგნებელი თამაშის შემდეგ, სოციალურ ქსელში გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბარი არ წყდება.
აღსანიშნავია, რომ ბარსელონას საგულშემატკივრო გვერდმა, კერძოდ Viva Barca-მ მამარდაშვილის რეიტინგი გამოაქვეყნა და ბარსელონას ქართველისადმი ინტერესის გამოხატვისკენ მოუწოდა.
აი, რას წერენ ამავე პოსტის კომენტარებში ბარსელონას უცხოელი გულშემატკივრები:
თუ მას ორივე ფეხით შეუძლია თამაში, ბარსელონამ მის ყიდვაზე ფიქრი უნდა დაიწყოს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ბურთების დაჭერა გასაოცრად გამოსდის.
სუპერმეკარეა, ბარსელონამ ის უნდა იყიდოს.
ეს მეკარე უნდა გავიფორმოთ, ტერ შტეგენს აუცილებლად აჯობებს.
საოცნებო მეკარეა, მისი ბარსაში ნახვა ერთი სიამოვნება იქნება.
მისი გვარი რთულად წარმოითქმის, მაგრამ გასაოცარი ფეხბურთელია!
- წერენ ბარსას ფანები.