ცნობილმა პორტუგალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ტომას დე კუნიამ საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.
ქართველები უკვე გამარჯვებულები არიან, რადგან ამ ეტაპამდე მათთვის მოსვლა დიდი მიღწევაა.
შესაძლოა, პორტუგალიასთან მატჩისას საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარც კი ჰქონდეს, რაც მათ დაძაბულობას მოუხსნის და არის შანსი, რომ ამან პორტუგალიას პრობლემები შეუქმნას.
- განაცხადა დე კუნიამ.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, 26 ივნისს დაუპირისპირდება.