საფეხბურთო ექსპერტი: "ამიტომ მიყვარს და ვუქომაგებ საქართველოს ევროზე" » სპორტის ხაზი

საფეხბურთო ექსპერტი: "ამიტომ მიყვარს და ვუქომაგებ საქართველოს ევროზე"

საფეხბურთო ექსპერტი: "ამიტომ მიყვარს და ვუქომაგებ საქართველოს ევროზე"
6-06-2024, 15:38
Aa Aa
გაზიარება:

The Give N Go-ზე ერთ-ერთმა საფეხბურთო ექსპერტმა ევრო 2024-ის F ჯგუფი შეაფასა და საქართველო ცალკე გამოარჩია:

იცით, რატომ მიყვარს და ვაფასებ ამ საფეხბურთო ნაკრებს? ისინი არც ისე ძლიერები არიან, მაგრამ დაცვაში არ დგანან, ავტობუსს არ აყენებენ და ფეხბურთის თამაშს თამამად ცდილობენ. ეს ქვეყანა ასეთი სითამამისთვის დაფასებას და პატივისცემას იმსახურებს.

ალბათ, საქართველო ჯგუფს მე-4 ადგილზე დაასრულებს, თუმცა ვინ იცის? მათ შანსი ნამდვილად ექნებათ, რომ მესამე პოზიცია დაიკავონ.

- ამბობს საფეხბურთო ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროპის 2024 წლის ჯგუფში თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია ჰყავს, პირველი მატჩი კი თურქებთან 18 ივნისსაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი