ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი ტურნირებში მას შემდეგ ვერ მონაწილეობს, რაც პარიზის ოლიმპიადაზე ტედი რინერთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა.
როგორც გახსოვთ, მაშინ დამნაშავედ გურამი დაასახელეს, რის გამოც ქართველმა არც თუ მცირე დისკვალიფიკაცია მიიღო.
დრო მალე გადისო ნათქვამია და თუშიშვილის 6-თვიანი დისკვალიფიკაციაც ლამის ამოიწურა.
სახელოვანი ძიუდოისტი ავსტრიის ქალაქ ლინცში ბრუნდება, სადაც გრან პრის რანგის ტურნირი 7-9 მარტს არის დაგეგმილი.