მოგეხსენებათ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, პარიზის ოლიმპიადაზე გურამ თუშიშვილსა და ტედი რინერს შორის მომხდარ კონფლიქტში დამნაშავედ ქართველი სცნო და 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
აღნიშნულ ფაქტს, თავად გურამი ცხადია არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ პროვოკაციული ქმედებები რინერმა დაიწყო.
"ჩემი ქმედება მხოლოდ რეაქცია იყო რინერის პროვოკაციულ საქციელზე, რომელიც შესაძლოა მსაჯმა ვერ შეამჩნია, ამიტომ გიგზავნით რამდენიმე ფოტოს და ვგთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ ჩანაწერს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პროვოკაციული ქმედებები რინერმა დაიწყო.
იმის მაგვირად, რომ გამარჯვება საკუთარ ხალხთან ერთად ეზეიმა, საშინელი ჟესტებით დამცინა და ყოველივე ეს სრულად მიუღებელი ფორმით გააკეთა, რაც მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა და მეტს არაფერს - მილიონიბთ ადამიანის წინაშე ჩემს დამცირებას.
როგორც აქამდე ავღნიშნე, ეს სიტუაცია ჩემს შემდგომ საქციელს არ ამართლებს, მაგრამ ამისათვის უკვე დავისაჯე და დისკვალიფიკაცია მივიღე როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნჯდურ ასპარეზზეც", - ამბობს თუშიშვილი.