როგორც მოგეხსენებათ, გურამ თუშიშვილისთვის 2024 წლის ოლიმპიადა საკმაოდ არასასიამოვნო გამოდგა, რადგან ქართველს ტედი რინერთან დაპირისპირების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ქართველის სასჯელზე ამ დრომდე მსჯელობდა და სამწუხაროდ, ის საკმაოდ მკაცრი გამოდგა, - გურამ თუშიშვილი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს!
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, თუშიშვილი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას 2025 წლის 25 თებერვლამდე ვერ მიიღებს.