მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში მცირე კურიოზს ჰქონდა ადგილი - ქართველი კომენტატორები აღნიშნულ ტრანსფერს განიხილავდნენ, რა დროსაც ბიძინა ბარათაშვილს (კომენტატორი) კინაღამ უცენზურო სიტყვა დასცდა...
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურ საიტზე დაადასტურა, რომ გამოიძია ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრების მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი, რომელიც ფურკან კორკმაზზე თავდასხმას უკავშირდება.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის წინ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიის შეკითხვებს უპასუხა:
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "სლოვანი" გასვლაზე "პიუნიკთან" 0:2 დამარცხდა.
ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო. ჩაკვეტაძე აქტიური იყო, სამი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.
"სლოვანი" H ჯგუფში 1 ქულით აუტსაიდერია და 6 ოქტომბერს სტუმრად ლიდერ "ბაზელს" დაუპირისპირდება.