მისაბაძი საქციელი | ჯანო ანანიძე ბავშვთა სახლს დაეხმარა » სპორტის ხაზი

მისაბაძი საქციელი | ჯანო ანანიძე ბავშვთა სახლს დაეხმარა

მისაბაძი საქციელი | ჯანო ანანიძე ბავშვთა სახლს დაეხმარა
31-12-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის ყოფილი ფეხბურთელი, ჯანო ანანიძე ძეგვის ბავშვთა სახლს საკვების მომარაგებით დაეხმარა.

ამ ყველაფრის შესახებ, ინფორმაციას ქართული სპორტული იუთუბ გვერდი, Geo Team აქვეყნებს, რომლის დამფუძნებელი საბა საპანაძეც პრაიმტაიმის კითხვებს პასუხობს:

"ხვიჩა კვარაცხელიას და ზუკა დავითაშვილს კიბერ სპორტის ორგანიზაცია აქვთ. რამდენიმე დღის წინ, ძეგვის ბავშვთა სახლში ვიყავით, მათი სახელით ბავშვებს ძალიან ბევრი სათამაშო და პროდუქტი ავუტანეთ. ეს რომ ნახა ჯანომ, თავად მომწერა, რომ მასაც სურდა ბავშვების გახარება."

"ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური თანხა დასვა და მითხრა, რაც ბავშვებს სურთ, ყველაფერი წაიღეო. მაშინაც ხომ ძალიან ბევრი პროდუქტი ავიტანეთ, ახლაც.. ბურღულეული, ტკბილეული, ლიმონათები, საჭმელები, ყველაფერი."

"ჯანო მართლაც გამორჩეულია, ყოველთვის ქველმოქმედებას ეწევა. სამაგალითო ადამიანია. ყოველთვის ეხმარება სხვებს, ისევე როგორც, ხვიჩა, ზუკა და სხვა ფეხბურთელები. იმედი მაქვს, სპორტსმენები ასეთ ადამიანებს კიდევ უფრო გაულამაზებენ ცხოვრებას. ღმერთმა იმდენი მისცეთ, რომ ამ სიკეთის გაკეთების საშუალება ყველას ჰქონდეს."
- თქვა საბა საპანაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი